ბოლო საათის განმავლობაში გიორგი მიქაუტაძის გარშემო სრული გაუგებრობა ხდება. თითქოს ნაკრების ფორვარდი მონაკოსთან იყო შეთანხმებული, თუმცა ახლა დაიწერა, რომ გიორგი ლიონში ტრანსფერს უახლოვდება.
ცხადია, ამ სიახლემ ძალიან განარისხა მონაკოს გულშემატკივრები, რომლებიც პლატფორმა X-ზე გიორგის შესახებ ასეთ კომენტარებს წერენ:
მხოლოდ სულელი თუ იზამდა იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდის ნაცვლად, ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდში გადავიდოდა.
სასაცილოა, მე მონაკოს ავირჩევდი, რადგან ისინი ლიგაზე ითამაშებენ, ლიონი კი ამას ვერ იზამს.
მას ზედმეტად სჯერა საკუთარი ძალების, სასაცილოა.
მწვერვალზე ასვლის ნაცვლად, მიწაზე ჩასვლა ამჯობინა.
ვინ ურჩია ამ სისულელის გაკეთება?
მონაკოში ხალხი მაინც მოიძებნება, ლიონი კი მიქაუტაძესთან ერთად გავარდება.
- წერენ მონაკოს ფანები.