ეს მომენტიც დადგა, ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის მაისურით პირველი გოლი მონაკოს კარში გაიტანა, რომელიც ქართველს მართლაც შესანიშნავი გამოუვიდა.
ცხადია, კვარას ბრწყინვალე სადებიუტო გოლს ფრანგები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ. აი, რას წერენ ისინი სოციალურ ქსელში:
მაგიას ვერავინ უძლებს! სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა!
ეს ბიჭი ფეხებს საოცრად ფლობს. არავის ვუსურვებ მცველების ადგილზე ყოფნას.
70 მილიონი კი არა, 100 მილიონზეც არ იქნებოდა საჭირო დაფიქრება.
კვარაცხელია, კვარადონა.. ახლა კი დროა, რომ რამე ფრანგულად მოვუფიქროთ.
უკვე მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ხვიჩა ნამდვილი ფენომენია.
- წერენ ფრანგები.