"მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ჩემპიონობაა", - გაგუას კომენტარი პორტუგალიის დამარცხების შემდეგ » სპორტის ხაზი

"მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ჩემპიონობაა", - გაგუას კომენტარი პორტუგალიის დამარცხების შემდეგ

"მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ჩემპიონობაა", - გაგუას კომენტარი პორტუგალიის დამარცხების შემდეგ
21-06-2023, 23:13
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი გაგუამ ეფექტური გოლით გახსნა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს საბა საზონოვის თავური გოლი მოჰყვა.

მატჩის დასრულების შემდეგ პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნული შეხვედრა პირველი გოლის ავტორმა, გიორგი გაგუამ შეაფასა:

"მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს გამარჯვებაში. ტაქტიკურად ყველა მონახაზისთვის ვემზადებოდით და გამოვედით ჩვენი თამაში ვითამაშეთ, მიუხედავად მეტოქის სტატუსისა.

ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ჩემპიონობაა, სახლში ვთამაშობთ და ეს გარემო თუ იქნება ყველა მატჩში, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
", - განაცხადა გაგუამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი