"პირველმა გოლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა", - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი » სპორტის ხაზი

"პირველმა გოლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა", - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი

"პირველმა გოლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა", - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი
21-06-2023, 23:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი გაგუამ ეფექტური გოლით გახსნა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს საბა საზონოვის თავური გოლი მოჰყვა.

მატჩის დასრულების შემდეგ აღნიშნული შეხვედრა პორტუგალიელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შეაფასა:

"დღეს 3 ქულა დავკარგეთ, მომდევნო მატჩზე კი ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ მოგება გვსურდა და მარცხი რა თქმა უნდა სამწუხაროა.

პირველი ტაიმი კარგი იყო, სრულად ვაკონტროლებდით სიტუაციას, მაგრამ ბოლოს დაცვაში არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ.

ვფიქრობთ, რომ პირველმა გოლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა - გოლები სწორედ მაშინ გავუშვით, როცა ეს ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი
", - განაცხადა რუი ჟორჟემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი