"ერთი მხრივ, სამწუხაროა, თუმცა.." - ახალგაზრდულის მწვრთნელი ხვიჩასა და მიქაუტაძის დანაკლისზე » სპორტის ხაზი

"ერთი მხრივ, სამწუხაროა, თუმცა.." - ახალგაზრდულის მწვრთნელი ხვიჩასა და მიქაუტაძის დანაკლისზე

"ერთი მხრივ, სამწუხაროა, თუმცა.." - ახალგაზრდულის მწვრთნელი ხვიჩასა და მიქაუტაძის დანაკლისზე
16-06-2023, 12:44
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა კვიპროსის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 2:0 დაამარცხა, გოლების ავტორები კი გიორგი წიტაიშვილი და საბა ხვადაგიანი გახდნენ.

აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამოჩნდა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის დანაკლისზე კომენტარი გააკეთა:

"ეროვნულ ნაკრებში მყოფი ის 5 ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შევიყვანეთ 21 ივნისს შემოგვიერთდება და მათი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, ვინ, როდის ითამაშებს."

"რაც შეეხება კვარაცხელიასა და მიქაუტაძის საკითხს, ერთი მხრივ, როგორც მწვრთნელისთვის, სამწუხაროა, რომ ისინი ტურნირზე ვერ დაგვეხმარებიან. ხოლო ადამიანური თვალსაზრისით, მათი პოზიცია მისაღებია და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ."
- თქვა სვანაძემ

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი სტარტს ოფიციალურად 21 ივნისს აიღებს, ჩვენი გუნდი კი ამავე დღეს 20:00 საათზე პორტუგალიას დინამო არენაზე დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი