ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს - რა გახდა ამის მიზეზი? » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს - რა გახდა ამის მიზეზი?

ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს - რა გახდა ამის მიზეზი?
15-06-2023, 16:05
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."
- დაწერა კვარამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი