ერნანდესის ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია - ცნობილია ფრანგი მცველის ახალი კლუბიც » სპორტის ხაზი

ერნანდესის ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია - ცნობილია ფრანგი მცველის ახალი კლუბიც

ერნანდესის ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია - ცნობილია ფრანგი მცველის ახალი კლუბიც
13-06-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლუკას ერნანდესის ბაიერნიდან წასვლის ალბათობა მაღალია - ფრანგი მცველი რამდენიმე კვირის წინ ის ახლოს იყო პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ მოლაპარაკებები დროებით დაპაზუდა.

ბაიერნის ინსაიდერი და Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ირწმუნება, რომ დღეს ერნანდესსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც 27 წლის მცველმა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ბაიერნის დატოვება ამ ზაფხულშივე სურს, რათა პსჟ-ს შეუერთდეს.

უკვე გადაწყვეტილი ა, რომ ერნანდესი ბაიერნთან კონტრაქტს არ გაახაგრძლივებს, თავის მხრივ კი რეკორდმაისტერი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

ერნანდესსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის და ამის შემდეგ ლუკასს კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდაც შეეძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი