უკვე ერთი ტრავმა გვაქვს | ვინ გამოაკლდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს? » სპორტის ხაზი

უკვე ერთი ტრავმა გვაქვს | ვინ გამოაკლდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს?

უკვე ერთი ტრავმა გვაქვს | ვინ გამოაკლდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს?
13-06-2023, 15:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისის ზღვაზე, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს, 24-კაციანი შემადგნელობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გუნდის კაპიტანი - ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა, რომელსაც საზარდული აწუხებს და მოსამზადებელ ეტაპს, რამდენიმე დღე ინდივიდუალური პროგრამით გაივლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

Nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი