"რეალს ხვიჩას ყიდვა კვლავ სურს, თუმცა მათთვის პრობლემას ეს წარმოადგენს" - Mundo Deportivo » სპორტის ხაზი

"რეალს ხვიჩას ყიდვა კვლავ სურს, თუმცა მათთვის პრობლემას ეს წარმოადგენს" - Mundo Deportivo

"რეალს ხვიჩას ყიდვა კვლავ სურს, თუმცა მათთვის პრობლემას ეს წარმოადგენს" - Mundo Deportivo
10-06-2023, 14:18
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია და მადრიდის რეალი, ეს ის საკითხია, რის შესახებაც საერთაშორისო მედია სტატიების გამოქვეყნებით დროის გარკვეულ მონაკვეთებში აქტიურდება ხოლმე, ახლა კი Mundo Deportivo-სთვის სწორედ ასეთი დროა, რომელმაც ქართველისა და ესპანური კლუბის კავშირის ერთი დეტალი გაგვიმხილა:

"სამეფო კლუბი ნაპოლის 77-ე ნომერს თვალს დღემდე ადევნებს და მისი ყიდვის სურვილსაც არ კარგავს, თუმცა პრობლემა ის სატრანსფერო ღირებულებაა, რომელსაც კვარაცხელიაში აურელიო დე ლაურენტისი ხედავს."

"ნაპოლის პრეზიდენტს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალი სეზონისთვისაც კლუბში დაიტოვოს, თუმცა თუ მას კვარასთვის 150 მილიონიანი შეთავაზება მიუვა, მაშინ მის განხილვას დაიწყებს."
- წერს გამოცემა

სხვათაშორის, ბოლო დღეებში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელი პარტენოპეისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი