მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, საუდის არაბეთში სათამაშოდ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, კარიმ ბენზემაც გადავიდა. ფრანგმა ფორვარდრმა კონტრაქტი ალ-იტიჰადთან გააფორმა და ყოველწლიურად 200 მილიონ ევროს მიიღებს.
35 წლის მოთამაშის ახალ კლუბში გადასვლას, მისი ყოფილი თანაგუნდელი და ამჟამად ალ ნასრის შემტევი, კრიშტიანო რონალდოც გამოეხმაურა.
"ქარიმისთვის ეს დიდი გამოწვევაა. ვიცოდი ,რომ ის საუდის არაბეთში მოდიოდა და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ რამდენიმე წელში ეს ლიგა მსოფლიოს საუკეთესოთა ხუთეულში იქნება მეთქი.
დარწმუნებული ვარ, მალე სხვა ვარსკვლავებიც ჩამოვლენ და მსოფლიოში გამორჩეული ლიგაც გახდება", - განაცხადა რონალდომ.