გოგა ბითაძემ ამჯერად 16 წუთი ითამაშა | დეტალები » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძემ ამჯერად 16 წუთი ითამაშა | დეტალები

გოგა ბითაძემ ამჯერად 16 წუთი ითამაშა | დეტალები
8-10-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

7 ოქტომბერს "ინდიანამ" მორიგი პრე-სეზონის მატჩი "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართა და 114-131 წააგო.

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სადაც გოგა ბითაძეს საერთოდ არ უთამაშია მიუხედავად მისი განაცხადში ყოფნისა, "ნიქსის" წინააღმდეგ ქართველმა ცენტრმა 16 წუთი მიიღო, რის განმავლობაშიც ბითაძემ თავი მშვენივრად წარმოაჩინა. ამ დროის განმავლობაში, ქართველი კალათბურთელის მონაგარი 5 ქულა, 8 მოხსნა (4-4 საკუთარ და მეტოქის ფარზე), 4 პასი და 2 დაფარება იყო. რასაკვირველია, მსგავსი მატჩები გოგასთვის კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რათა საკუთარი სათამაშო უნარები ბოლომდე წარმოაჩინოს და პარკეტზე უფრო მეტი დრო მიიღოს.

საგულისხმოა, რომ "ინდიანამ" 1/4 კარგად დაიწყო, თუმცა მას შემდეგ "ნიქსმა" თამაში საგრძნობლად გამოასწორა და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი