ისტორიის დასასრული - ჰარი კეინმა ტოტენჰემიდან წასვლა გადაწყვიტა? » სპორტის ხაზი

ისტორიის დასასრული - ჰარი კეინმა ტოტენჰემიდან წასვლა გადაწყვიტა?

ისტორიის დასასრული - ჰარი კეინმა ტოტენჰემიდან წასვლა გადაწყვიტა?
29-05-2023, 16:16
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური AS-ისგან ვიგებთ, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ტოტენჰემის თავდამსხმელს, ჰარი კეინს კლუბის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, მისი მსურველები კი ევროპის არაერთ წამყვან ლიგაში მოიძებნება.

ჰარი კეინს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი გახანგრძლივება არ სურს. როგორც იწერება, ინგლისელი ფეხბურთელის სურვილი ისეთ გუნდში გადასვლაა, რომელიც ტიტულებისთვის სტაბილურად იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის მოთამაშის დამატებით 3 გრანდი ინტერესდება. პირველი მანჩესტერ იუნაიტედი გახლავთ, რომელიც კეინთან ერთად ოსიმენის გადაბირებასაც ცდილობს. მეორე ვარიანტი ლა ლიგაში, კერძოდ რეალის შემადგენლობაში გადასვლას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ სამეფო გუნდი ბენზემას ჩამნაცვლებელს აქტიურად ეძებს. რაც შეეხება ბოლო ვარიანტს, ეს მიუნხენის ბაიერნია, რომელიც ლევანდოვსკის გზის გამგრძელებლის ძიებაშია.

ცნობისთვის, ჰარი კეინმა ტოტენჰემის მაისურით ამ სეზონში ყველა ტურნირზე 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი