კანს გუნდთან ერთად ყოფნა აუკრძალეს? - გერმანელის სკანდალურ განცხადებას დიდი ხმაური მოყვა » სპორტის ხაზი

კანს გუნდთან ერთად ყოფნა აუკრძალეს? - გერმანელის სკანდალურ განცხადებას დიდი ხმაური მოყვა

კანს გუნდთან ერთად ყოფნა აუკრძალეს? - გერმანელის სკანდალურ განცხადებას დიდი ხმაური მოყვა
27-05-2023, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაჩემპიონების შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა დაკავებული თანამდებობიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა.

დღევანდელ შეხვედრას სალიჰამიჯიჩისგან განსხავავებით, ოლივერ კანი არ ესწრებოდა, რაზეც მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად კანმაც დაწერა.

"დაუჯერებელია! დიდი კომპლიმენტები თქვენ და გილოცავთ ბიჭებო - მე ამას ყოველთვის გეუბნებოდით, რომ მუდამ გაგეღოთ ყველაფერი მიზნისთვის და არასდროს დანებებულიყავით.

წარმოუდგენლად ვამაყობ ამ მიღწევით და მინდა თქვენთან ერთად ვაღნიშნო, მაგრამ სამწუხაროდ თქვენთან ვერ ვიქნები, რადგან კლუბმა ამიკრძალა. მოუთმენლად ველოდები შემდეგ სეზონს. ჩვენ მხოლოდ გერმანიის ჩემპიონები მე-12-ედ არ გავხდებით. ახლა კი საკუთარ თავს ზეიმის უფლება მიეცით
", - წერს კანი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი