ცოტა ხნის წინ ბუნდესლიგის 34-ე ტური დასრულდა, სადაც ბაიერნმა ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოახერხა და ჩემპიონობა ბოლო წუთებზე მოიპოვა - ტუხელის გუნდმა კიოლნი გასვლაზე 1-2 დაამარცხა, პარალელურ შეხვედრაში კი დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე მაინცს ვერ მოუგო (2:2).
ბოლო ტურის შემდეგ ადგილობრივ გამოცემებში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ჟურნალისტის, ჯორჯ ჰოლზენის ინფორმაცით, ოლივერ კანიც და ჰასან სალიჰამიჯიჩის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ამიერიდან ახალი აღმასრულებელი დირექოტრის პოსტს კლუბის ყოფილი ფინანსისტი იან-კრისტიან დრეზენი დაიკავებს.