ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად მაინც დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.
ამ მარციხს გამო, ტუხელის გუნდმა შიდა ჩემპიონატში პირველობა დაკარგა - დორტმუნდმა აინტრახტი 4:0 გაანადგურა და ბაიერნს 1 ქულით გაუსწრო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჰასან სალიჰამიჯიჩი, ჰერბეტ ჰაინერი და ოლივერ კანი ფეხბურთელებთან ერთად გასახდელში შევიდნენ, როგორც ადგილობრივი გამოცემა BILD წერს, სიტყვით კანი გამოვიდა და ფეხუბრთელებს მიმართა:
"დღეს მოედანზე ის გუნდი არ თამაშობდა, რომელსაც ჩემპიონობა სურს. რამდენი რამ ვცადეთ? დაწყებული ტაქტიკებით, პირადი საუბრებით დამთავრებული მწვრთნელის შეცვლით.
11 კაცი ხართ, რომლებიც მოედანზე ამ კლუბის სახელით გადიხართ და ყველაფერი უნდა გაიღოთ - ეს არის ფეხბურთი!
საბოლოო ჯამში, რაც თქვენ დღეს მოედანზე აჩვენეთ, ჩემპიონობისთვის საკმარისი საერთოდ არ არის. ცხვირები მაღლა აწიეთ და სიტუაცია შეცვალეთ!", - განუცხადა კანმა ფეხბურთელებს.