ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა – ლუის ენრიკეს წინასწარმეტყველება კვარას შესახებ ახდა » სპორტის ხაზი

ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა – ლუის ენრიკეს წინასწარმეტყველება კვარას შესახებ ახდა

ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა – ლუის ენრიკეს წინასწარმეტყველება კვარას შესახებ ახდა
გუშინ, 16:40
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის გრანდში, „პარი სენ-ჟერმენში“ კარიერა წარმატებით გააგრძელა და ამით, ერთგვარად, ლუის ენრიკეს რამდენიმე წლის წინანდელი სიტყვები გაამართლა.

ესპანელ სპეციალისტს ქართველ ტალანტთან პირველი შეხება 2021 წელს ჰქონდა, როდესაც ის ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთმა 2:1 მოიგო.

იმ თამაშში საქართველოს ნაკრების მხრიდან გამორჩეული იყო სწორედ კვარაცხელია — მან შეხვედრაში გოლიც გაიტანა და თავი თავდაჯერებული თამაშითაც დაგვამახსოვრა. მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ ახალგაზრდა ფეხბურთელზე განსაკუთრებული შეფასება გააკეთა:

ხვიჩა ძალიან ნიჭიერია და თუ პროგრესს ამ ტემპით განაგრძობს, ის აუცილებლად დიდ გუნდში ითამაშებს,“ — აღნიშნა მაშინ ენრიკემ.

დღეს კი, წლების შემდეგ, ეს სიტყვები რეალობად იქცა — კვარაცხელია PSG-ს შემადგენლობაში გამოდის და ლუის ენრიკეს ხელში კიდევ უფრო უმატა. მან არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი