როგორც უკვე მოგახსენეთ, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაჩემპიონების შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა დაკავებული თანამდებობიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა.
მედიასთან პირველი კომენტარი სალიჰამიჯიჩმა გააკეთა და ბაიერნში მომუშავე ყველა პერსონას საჯარო მადლობა გადაუხადა:
"ვამაყობ იმ ფაქტით, რომ თითქმის 6 წლის განმავლობაში, ბაიერნში სპორტული პასუხისმგელობა მქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, მწვრთნელებს, მთელ გუნდს, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და პერსონალს.
სასიამოვნო მოგზაურობა იყო, რომლის გაგრძელებასაც ვისურვებდი, მაგრამ პატივს ვცემ საბჭოს გადაწყვეტილებას. ბაიერნი ყველაფერზე მაღლა დგას და ჩვენ გუნდსა და გულშემატკივრებს ერთიანობას და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.