საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას თურქულ ჰატაისპორში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს და ირწმუნება, რომ მხარეებს შორის 2+1 სისტემით კონტრაქტი უკვე გაფორმდა.
"გიორგი აბურჯანიასა და ჰატაისპორს შორის 2+1 სისტემით კონტრაქტი უკვე გაფორმდა, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
ჰატაისპორის მიზანი ახალ სეზონში ოთხეულში მოხვედრა იქნება, გუნდი ქალაქ მერსინში დაბინავდება და ამ ქალაქშივე ითამაშებს.
მაღალია ალბათობა იმის, რომ ახალი სეზონისთვის ჰატაისპორში დაბრუნდება საბა ლობჟანიძეც", - წერს Geo Team.
ცნობისთვის, აბურჯანიამ პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 1 საგოლე გადაცემით მოახერხა.