VIDEO: გიორგი აბურჯანიას ფანტასტიკური საგოლე პასი და დრამატული მოგება! » სპორტის ხაზი

VIDEO: გიორგი აბურჯანიას ფანტასტიკური საგოლე პასი და დრამატული მოგება!

VIDEO: გიორგი აბურჯანიას ფანტასტიკური საგოლე პასი და დრამატული მოგება!
17-01-2023, 22:50
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 01:15-ზე პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი აბურჯანიას ჟილ ვისენტემ ვიტორია გიმარაეშს უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ნახევარმცველის კლუბი გასავარდნ ზონას ერთი პოზიციით აღემატება, ამიტომ მათთვის თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია. საბედნიეროდ, ჟილ ვისენტემ ამავე თამაშის მოგება ბოლო წუთებზე მაინც შეძლო, თანაც ულამაზესი საგოლე პასის ავტორი გიორგი აბურჯანია გახდა - იხილეთ ვიდეო.

სხვათაშორის, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის დამაჯერებელი თამაში Sofascore-მაც გამოარჩია, რომელმაც გიორგის თავის გუნდში ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაუწერა - 7.7!

ცნობისთვის, აბურჯანიას ჟილ ვისენტე პორტუგალიის თვრამეტგუნდიან ჩემპიონატში მე-15 პოზიციას იკავებს და უახლოს მდევარ სანტა კლარას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი