სალუქვაძე: "ლივერპული და რეალი? - ვფიქრობ, ჯერ ხვიჩასთვის ადრეა სადმე წასვლა, რადგან..." » სპორტის ხაზი

სალუქვაძე: "ლივერპული და რეალი? - ვფიქრობ, ჯერ ხვიჩასთვის ადრეა სადმე წასვლა, რადგან..."

სალუქვაძე: "ლივერპული და რეალი? - ვფიქრობ, ჯერ ხვიჩასთვის ადრეა სადმე წასვლა, რადგან..."
7-10-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის რუბინის ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩამ ნაპოლიში სეზონი საოცრად დაიწყო. მას თითქმის ყველა მატჩში გააქვს გოლი და ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირობისთის იბრძოლოს.

არ ვიცი, შეძლებს თუ არა ხვიჩა მთელი სეზონის ამ დონეზე ჩატარებას, შესაძლოა ჩავარდნებიც ჰქონდეს, მაგრამ არ დაგავავიწყდეს, რომ იტალიაში თამაში ახალი დაწყებული აქვს - ღმერთმა ქნას არ გაჩერდეს და პროგრესი მუდმივად გააგრძელოს.

შეუძლია კვარაცხელიას მომდევნო სეზონში რეალ მადრიდში თამაში? ანჩელოტიმ თქვა, რომ ქართველ შემტევს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როცა ნაპოლიში იყო, ამიტომ არაფერია გამორიცხული.

ასევე არ გამოვრიცხავ, რომ რეალთან ერთად, შეთავაზება ლივერპულმაც გაუკეთოს, თუმცა, ამ ეტამპზე მიმაჩნია, რომ მისთვის სხვაგან გადასვლა ნაადრევია. ნაპოლი ბრწყინვალე გუნდია, 1-2 წელი კიდევ უნდა დარჩეს ნეაპოლში
", - განაცხადა სალუქვაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი