ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღფრთოვანებაც ვერ დამალა:
"ხვიჩა შთამბეჭდავი ფეხბურთელია. ის ყოველთვის თამაშის გამწვავებაზე და მეტოქეზე მიდის, აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და საფეხბურთო თვისებები.
ამ ყველაფერს პოლიტანოც აკეთებს, ისევე როგორც ინსინიე აკეთებდა თავის დროზე, მაგრამ კვარაცხელია ყოველთვის წინ, პირდაპირ მიდის.
მას აქვს ძრავა, ტექნიკა და გამბედაობა - მოედანზე მართლაც წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს და ვიმედოვნებ, რომ ეს ბოლომდე ასე გაგრძელდება, რადგან პირადად მე ნაპოლის თამაშების ყურება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
როცა გუნდში ასეთი მოთამაშე გყავს, მეტოქზე უპირატესობა ყოველთვის გექნება. ის არღვევს მეტოქის დაცვას და შემდეგ მთელი გუნდი აცნობიერებს, რომ მათ ხელში დიდი იარაღია", - განაცხადა დელ პიერომ.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 11 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 6 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.