"როცა ასეთი მოთამაშე გყავს, ეს გუნდისთვის დიდი პლიუსია" - დელ პიერომ ხვიჩაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"როცა ასეთი მოთამაშე გყავს, ეს გუნდისთვის დიდი პლიუსია" - დელ პიერომ ხვიჩაზე ისაუბრა

"როცა ასეთი მოთამაშე გყავს, ეს გუნდისთვის დიდი პლიუსია" - დელ პიერომ ხვიჩაზე ისაუბრა
4-10-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Calcio Club-ის ეთერში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

"მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერებზე კარგად იმუშავეს, რადგან აშკარა იყო მინიშნებები იმაზე, სპალეტის რა ტიპის მოთამაშების დამატება სურდა. კვარა შთამბეჭდავი ფეხბურთელია. ის ხშირად ახერხებს მეტოქის მოტყუებას. ამას პოლიტანოც აკეთებს, მაგრამ იტალიელი უფრო ცენტრისკენ იწევს, ქართველი კი პირდაპირ მეტოქეზე მიდის.

კვარაცხელიას აქვს ძრავა, ტექნიკა, გამბედაობა, სიმამაცე. ის მართლაც საოცარ რაღაცეებს ​​აკეთებს. როცა ასეთი მოთამაშე გყავს, ეს გუნდისთვის დიდი პლიუსია. რადგან თუ ის დაცვას გაარღვევს, ეს გუნდს თავდაჯერებულს ხდის." - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი