"ბრწყინვალე ფეხბურთელია...", - მილანის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელია შეაქო » სპორტის ხაზი

"ბრწყინვალე ფეხბურთელია...", - მილანის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელია შეაქო

"ბრწყინვალე ფეხბურთელია...", - მილანის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელია შეაქო
19-09-2022, 01:41
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის შეხვედრაში, ნაპოლი სან სიროზე მილანს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.

შეხვედრის 54-ე წუთზე, კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ნაპოლის მორიგი პენალტი მოუპოვა, რომელიც პოლიტანომ გოლად აქცია.

მატჩის დასრულების შემდე, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა:

"კიაერი გავიყვანე, რადგან ყვითელი ბარათი მიიღო, რაც შეეხება კალაბრიას - მას კვარაცხელიას წინააღმდეგ მოუწია თამაში და დაიღალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ შევცვლიდი.

დესტიმაც და კალაბრიამაც ბოლომდე იბრძოლეს, კვარაცხელია კი უბრალოდ ბრწყინვალე ფეხბურთელია
", - განაცხადა მილანელთა თავკაცმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი