პიოლის გეგმა - როგორ აპირებს იტალიელი ხვიჩას შეჩერებას? » სპორტის ხაზი

პიოლის გეგმა - როგორ აპირებს იტალიელი ხვიჩას შეჩერებას?

პიოლის გეგმა - როგორ აპირებს იტალიელი ხვიჩას შეჩერებას?
18-09-2022, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

ძალიან ცოტა დრო რჩება სერია ა-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრამდე, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და მილანი დაუპირისპირდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნეაპოლელებისთვის და ხვიჩა კვარაცხელიასთვის პირველი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა იტალიის ჩემპიონატში.

იტალიური პრესა კი სწორედ ქართველ ფეხბურთელზე წერს და ციტირებს, რომ სტეფანო პიოლი განსაკუთრებულ ყურადღებას 21 წლის შემტევს მიაქცევს. გამოცემა Corriere del Mezzogiorno-ი თავის სტატიაში წერს:

"მილანი ალბათ კვარაცხელიას გარშემო გალიას გააკეთებს, კალაბრიას, მესიას უკანდახევით და ბენასერის დახმარებით”.

როგორც ჩანს, როსონერის ეს სამი ფეხბურთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებას მთლიანად ხვიჩაზე გადაიტანენ და ნებისმიერ ფასად მის შეჩერებას შეეცდებიან. ასეთი ყურადღება გასაკვირი არაა, რადგან კვარაცხელია იტალიაში ყველა კლუბისთვის დიდ დაბრკოლებად იქცა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი