უცხოური გამოცემა Ladbible წერს, რომ დევიდ ბექჰემი ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰომოსექსუალთა დაშვების წინააღმდეგია, რასაც დოქტორი ნას მოჰამედი ეხმაურება, რომელიც ყატარში პირველი გეი გახდა, რომელმაც საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა: "ბექჰემი ფულს იღებდა და სხვა მხარეს იყურებოდა. მოვუწოდებ მას, რომ იბრძოლოს უსამართლობის წინააღმდეგ".
დოქტორი განაგრძობს: "ბოლოს და ბოლოს, თუ დევიდ ბექჰემი ყატარს სრულყოფილებას უწოდებს, რეალურად რამდენად სრულყოფილია იგი? ჰომოსექსუალთა მიმართ მსგავსი მოქცევა, მათ უსაფრთხოებას ძირს უთხრის და თავშესაფარს სულ უფრო და უფრო აშორებს. დევიდ, გამოიყენე შენი პლატფორმა და საჯაროდ თქვი, რომ ჩვენ თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობთ", - ნას მოჰამედი.
აღსანიშნავია, რომ დევიდ ბექჰემმა დაარწმუნა თავისი თაყვანისცემლები, რომ მისი ყატართან ურთიერთობა ხელს შეუწყობს არსებული უფსკრულის გადალახვას. ის ამბობდა, რომ სტადიონზე ნებისმიერი დაიშვებოდა, ვინც კი ჰომოსექსუალთა დროშით მივიდოდა სტადიონზე.
The Sun წერს: "დევიდს სჯერა, რომ პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც არაბულ სამყაროში გაიმართება, შესაძლოა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების მომტანი იყოს".