რომელი კლუბები ინტერესდებიან მარტინ ოდეგორის ტრანსფერით? » სპორტის ხაზი

რომელი კლუბები ინტერესდებიან მარტინ ოდეგორის ტრანსფერით?

რომელი კლუბები ინტერესდებიან მარტინ ოდეგორის ტრანსფერით?
16-05-2023, 16:29
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის არსენალის ნორვეგიელი ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი პრემიერ ლიგაში ფანტასტიკურ სეზონს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ არსენალის საჩემპიონო შანსები ნელ-ნელა ნულს უტოლდება, ოდეგორის ყიდვის მსურველთა რაოდენობა მატების პროცესშია.

როგორც El Nacional-ისგან ვიგებთ, სეზონის ბოლოს ოდეგორის თაობაზე ლონდონურ კლუბს მიუნხენის ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი მიმართავენ. საგულისხმოა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კლუბი მოედნის ცენტრში გაძლიერებას გეგმავს, მარტინი კი ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია.

შეგახსენებთ, რომ ოდეგორმა არსენალის მაისურით მიმდინარე პრემიერ ლიგაში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება ნორვეგიელის სატრანსფერო ღირებულებას, მას Transfermarkt-ზე ფასის კატეგორიაში 80 მილიონი ევრო უწერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი