როგორც იცით, უკვე თითქმის ყველა იტალიური გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ კრისტიანო ჯუნტოლი ნაპოლის დატოვებასთან და იუვენტუსში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, რაზეც აურელიო დე ლაურენტისი თანხმობას აცხადებს.
როგორც Tuttosport-ის ყოფილი დირექტორი ხავიერ იაკობელი ამბობს, იუვენტუსის ჯუნტოლისადმი დაწესებული მთავარი მოთხოვნა ახალი ხვიჩა კვარაცხელიას მონახვაა, რაც არც ისე იოლი უნდა იყოს.
ცხადია, კრისტიანოს, როგორც კარგი სპორტული დირექტორის რეპუტაცია აქამდეც ნორმალური იყო, თუმცა მისი სახელი ხვიჩას აღმოჩენის შემდეგ ერთიორად გაიზარდა, რასაც იუვენტუსში ძალიან კარგად ამჩნევენ.
ცნობისთვის, დიდია შანსი იმისა, რომ ჯუნტოლის წასვლის შემდეგ კლუბიდან ლუჩანო სპალეტიც წავიდეს, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე სწორედ კრისტიანოს იმედი ჰქონდა.