ძველი მოგონებები - პიოტრ ჟიელისნკი მომდევნო სეზონიდან ლივერპულში ითამაშებს? » სპორტის ხაზი

ძველი მოგონებები - პიოტრ ჟიელისნკი მომდევნო სეზონიდან ლივერპულში ითამაშებს?

ძველი მოგონებები - პიოტრ ჟიელისნკი მომდევნო სეზონიდან ლივერპულში ითამაშებს?
10-05-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური Fichajes-ისგან ვიგებთ, ნაპოლიმ თავის პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟიელინსკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელზეც კლუბმა ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველს სურს, რომ იტალიის ჩემპიონობის შემდეგ კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგას და რამდენიმე სეზონი ინგლისის პრემიერ ლიგაში გაატაროს, სადაც მისი საყვარელი კლუბი ლივერპულია.

იწერება, რომ იურგენ კლოპის გუნდი ჟიელინსკის გადასაბირებლად 30 მილიონს იხდის, მასზე უარის თქმა კი არც დე ლაურენტისისგანაა მოსალოდნელი:

"თუ ვინმე ჩვენთან ბედნიერი არ არის და სხვაგან თამაში უნდა, ჩვენ მას არ შევაკავებთ." - თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა

ცნობისთვის, პოლონელი ფეხბურთელი ნაპოლიში 2016 წლიდან თამაშობს, სადაც ის უდინეზედან გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი