გადაწყვეტილება მიღებულია - ანორთოსისი გიორგი ლორიას გუნდიდან უშვებს » სპორტის ხაზი

გადაწყვეტილება მიღებულია - ანორთოსისი გიორგი ლორიას გუნდიდან უშვებს

გადაწყვეტილება მიღებულია - ანორთოსისი გიორგი ლორიას გუნდიდან უშვებს
9-05-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Goalphilenews იტყობინება, ანორთოსისი სერიოზულად გადახალისებასა და შემადგენლობის გამოცვლას აპირებს, კლუბის ახალ გეგმებში კი გიორგი ლორია გათვალისწინებული არ არის.

ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, 37 წლის ქართველ მეკარეს ამ გადაწყვეტილების შესახებ კლუბის მფლობელი, ანდრეა სანტი თავად აცნობებს, რომელიც ლორიასადმი დიდი პატივისცემითაა განწყობილი.

ცნობისთვის, გიორგი ლორიამ კვიპროსული გუნდის მაისურით ამ დრომდე 126 შეხვედრა გამართა და თასის მფლობელიც გახდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლორია უკვე ერთადერთ ქართველია, რომელიც ახლა ანორთოსისში თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი