კვიპროსის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს "პაეკი" და "ანორთოსისი" დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმრების გამარჯვებით 1:4 დასრულდა.
გამარჯვების მიუხედავად აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელებს ფამაგუსტელთა წარმატებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა გუნდის მთავარი მეკარე გიორგი ლორია დაასვენა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ასევე მოედანზე ვერ ვიხილეთ ავთო ებრალიძე, რომელიც ტრამვირებულია და "ანორთოსის" მომდევნო შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ კრიპროსული გუნდი მერვედფინალში „პარალიმნს" დაუპირისპირდება და მომდევნო ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.