ლონდონის ტოტენჰემის თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა!
"დეზების" თავდამსხმელმა 209-ე გოლი კრისტალ პალასის კარში გაიტანა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას, უეინ რუნის ერთი გოლით გადაასწრო. სათქმელია, რომ მას ამის გასაკეთებლად რუნიზე 174-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ "სპურსის" მეათე ნომერს ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშში საშუალოდ 0.66 გოლი გააქვს, მასზე უკეთესი მაჩვენებელი კი მხოლოდ სერხიო აგუეროს აქვს - 0.67.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერია, რომელსაც ჯამში 260 გოლი აქვს გატანილი.