21 საუკუნის რეკორდი | ვისი მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ მიიწევს მიქაუტაძე ლიგა 2-ში? » სპორტის ხაზი

21 საუკუნის რეკორდი | ვისი მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ მიიწევს მიქაუტაძე ლიგა 2-ში?

21 საუკუნის რეკორდი | ვისი მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ მიიწევს მიქაუტაძე ლიგა 2-ში?
3-05-2023, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ში მეცთან ერთად შესანიშნავად თამაშობს, რაც მის პირად სტატისტიკაზეც აისახება.

ქართველი ფორვარდი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია, მას 32 თამაშში 20 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში ლიგა 2-ის ერთ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი 2007/2008 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც ლე ავრის ფეხბურთელმა, კერძოდ გიიომ ოარომ 28 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირი გახდა.

ამდენად, გიორგი მიქაუტაძეს ოაროს რეკორდის განმეორებისთვის და დამატებით 8 გოლის გასატანად კიდევ 5 მატჩი აქვს დარჩენილი. ალბათ, ხუთ შეხვედრაში რვა გოლის გატანა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გიორგის ფანტასტიკური სათამაშო ფორმა გამორიცხულს არაფერს ხდის..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი