რონალდუს “ალ ნასრის” დატოვება სურს » სპორტის ხაზი

რონალდუს “ალ ნასრის” დატოვება სურს

რონალდუს “ალ ნასრის” დატოვება სურს
2-05-2023, 12:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გამოცემა El Nacional-ის იტყობინება, პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდო "ალ ნასრის" დატოვება სურს. წყაროს თქმით, იგი ვერ შეეწყო ახალ ქვეყანას. ასევე პრობლემები შეექმნა ენასა და კულტურასთან დაკავშირებით.

"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, რომ 38 წლის თავდამსხმელს გუნდში დაბრუნება შესთავაზოს, მაგრამ არა ფეხბურთელად. ზემოთ აღნიშნული გამოცემა გამოთქვამს ვარაუდს, რომ პორტუგალიელი თუ მადრიდის “რეალში” დაბრუნდება - გახდება “ბლანკოსის" ელჩი ან დაიკავებს კონკრეტულ თანამდებობას გუნდის წარმომადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ და “მანჩესტერ იუნაიტედი” გასული წლის ნოემბერში გაეყარნენ ერთმანეთს. პორტუგალიელმა კი საუდის არაბეთს მიაშურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი