დიდი ალბათობით, ნაპოლი თავის ისტორიაში მესამე სკუდეტოს სერია A-ს უახლოეს ტურებში ოფიციალურად გაინაღდებს.
ცხადია, ამ მიღწევაში საგრძნობი წვლილი შეიტანა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც არც თუ სახელოვანი ფეხბურთელებისგან კონკურენტუნარიანი ძალა შექმნა და მთელ ევროპას გააცნო.
სწორედ ამიტომ, ელიტური ფეხბურთის გრანდები ლუჩანოს სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან და მის გადაბირებას ცდილობენ. როგორც Calciomercato წერს, 64 წლის მწვრთნელის თავის გუნდში ხილვა ჩელსის, პარი სენ-ჟერმენსა და ტოტენჰემს სურთ.
აღსანიშნავია, რომ თავად სპალეტის ნაპოლის დატოვება განზრახული არ აქვს, თუმცა დე ლაურენტისისგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელების კლუბში მოყვანას ითხოვს.