“ნაპოლის” ოსიმენის შენარჩუნება სურს - რა პირობებს სთავაზობენ ნიგერიელს » სპორტის ხაზი

“ნაპოლის” ოსიმენის შენარჩუნება სურს - რა პირობებს სთავაზობენ ნიგერიელს

“ნაპოლის” ოსიმენის შენარჩუნება სურს - რა პირობებს სთავაზობენ ნიგერიელს
29-04-2023, 14:14
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” მოთამაშე, ვიქტორ ოსიმენი წელს ჩინებულ სეზონს ატარებს. ნიგერიელი შემტევი იტალიის სერია A-ს ბომბარდირია 25 მატჩში ჩატარებული 21 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით. მისი ასეთი შედეგი შეუმჩნეველი გრანდების მხრიდან ნამდვილად არ იქნებოდა. ვიქტორით “მანჩესტერ იუნაიტედი,” “პსჟ” და “ბაიერნი” არიან დაინტერესებულნი. დე ლაურენტისმა გუნდებს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასად 150 მილიონი ევრო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი გავლენიანი წყაროების თქმით, იტალიის ჩემპიონატს დატოვებს, “ნაპოლი” მისთვის გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებას აპირებს. La Gazzeta dello Sport-ის თქმით, “პარტენოპეის” სურვილია, რომ ნიგერიელმა თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს. კლუბი აპირებს, რომ ფეხბურთელს ხელფასის გარდა ( 4.5 მილიონი ევრო) ბონუსის სახით 1 მილიონი ევრო დაუმატოს, თუ “ნაპოლიში” კიდევ ერთი წლით დარჩება.

ზემოთ აღნიშნული კლუბები, რომლებსაც ვიქტორის გადაბირება სურთ საშუალოდ ხელფასისთვის 10 მილიონი ევროს განსაზღვრას აპირებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი