მტკიცე ნაბიჯი ბაიერნიდან - ოსიმენი და მანე ერთმანეთს ადგილებს გაუცვლიან? » სპორტის ხაზი

მტკიცე ნაბიჯი ბაიერნიდან - ოსიმენი და მანე ერთმანეთს ადგილებს გაუცვლიან?

მტკიცე ნაბიჯი ბაიერნიდან - ოსიმენი და მანე ერთმანეთს ადგილებს გაუცვლიან?
26-04-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენი იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლებზეც სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული.

ბოლო ცნობების მიხედვით, ნიგერიელი ფორვარდის გადაბირებით მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ და ჩელსი ინტერესდებოდნენ, თუმცა შემდეგ დაიწერა, რომ ყველა მათგანს აქტიურობით მიუნხენის ბაიერნი აღემატება, რომელიც კვალიფიციური თავდამსხმელის დამატებას გამალებით ცდილობს.

მიუხედავად ბაიერნის სურვილისა, მათ ნამდვილად არ მოეწონებათ ის ფასი, რაც ოსიმენს სატრანსფერო ბაზარზე ადევს. მას აურელიო დე ლაურენტისი 150 მილიონ ევროდ აფასებს, ბაიერნს კი ამდენის გადახდა უბრალოდ არ სჩვევია. სწორედ ამიტომ, გერმანელები აპირებენ, რომ ოსიმენის ტრანსფერში სადიო მანე ჩართონ, რომელსაც გუნდში ცუდი რეპუტაცია აქვს და მისი დატოვება თავადაც აქვს გადაწყვეტილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიერნის წისქვილზე წყალს ოსიმენის გერმანელი შეყვარებულიც ასხამს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, რაც ვიქტორის საფეხბურთო მომავალზე თავისთავად იმოქმედებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი