გუშინ ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა და საბოლოოს გაირკვა ნახევარფინალისტთა ვინაობა. “ლევერკუზენმა” მაინც მოახერხა და პირველ მატჩში დაფიქსირებული ფრის შემდეგ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ჩაბი ალონსოს შეგირდებმა “როიალ უნიონი” 4-1 დაამარცხეს. გერმანელთა მეტოქე ნახევარფინალში “რომა” იქნება, რომელმაც “ფეინოორდი” დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობ დამატებით დროში გაირკვა.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, აქ იტალიურ-ესპანური დუელი გველის. 15 ქულის დაბრუნებით გახარებულმა “იუვენტუსმა” გუშინ “სპორტინგთან” 1-1 ითამაშა და ტურინში მოგებული 1-0-ის ხარჯზე მომდევნო ეტაპზე გავიდა. “სევილიამ” გზად “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩამოიტოვა. ესპანელებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და ორი მატჩის ჯამში 5-2 იმარჯვეს.
გეტყვით იმასაც, რომ ორივე ნახევარფინალის პირველი მატჩი 11, მეორე კი 18 მაისს შედგება.