როგორც ესპანური MARCA წერს, ჩაბი ალონსო "ბაიერ ლევერკუზენის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ 2018/2019 წლებში ჩაბი ალონსო მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ხოლო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულამდე ესპანელი "რეალ სოსიედადი ბ-ს" მთავარი მწვრთნელი იყო.
როგორც ჩანს, ჩაბი ალონსო სერიოზულ სამწვრთნელო კარიერას იწყებს და მისი პირველი გამოცდა გერმანული კლუბი იქნება.