კასანო: “ერთადერთი, ვინც ცდილობდა, კვარაცხელია იყო” » სპორტის ხაზი

კასანო: “ერთადერთი, ვინც ცდილობდა, კვარაცხელია იყო”

კასანო: “ერთადერთი, ვინც ცდილობდა, კვარაცხელია იყო”
19-04-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა “ნაპოლისა” და “მილანს” შორის. ოლივიე ჟირუსა და ვიქტორ ოსიმენის გოლების შემდგომ შეხვედრა 1-1 დასრულდა. მომდევნო ეტაპზე “როსონერი” გავიდა, ვინაიდან მათ პირველ მატჩში 1-0 იმარჯვეს.

ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხოლოდ კვარაცხელია ცდილობდა მატჩის სცენარის შეცვლას:

“პიოლიმ იდეალურად შეაჩერა ნაპოლის თამაშის წყაროები. პარტენოპეიმ კარგად ითამაშა, ყველანაირად ეცადა გოლის გატანას, მაგრამ როგორც ვიერიმ თქვა, ჩემპიონთა ლიგა მილანის სახლია.

ერთადერთი, ვინც რაღაცას ცდილობდა, კვარაცხელია იყო. ისეთი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ მატჩში არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ქართველის წინააღმდეგ ორი მეტოქე არ იყო.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი