"კვარაცხელიას სათამაშო ფეხი ცაციაა თუ მარჯვენა არავინ იცის" - კლაუდიო სალა » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას სათამაშო ფეხი ცაციაა თუ მარჯვენა არავინ იცის" - კლაუდიო სალა

"კვარაცხელიას სათამაშო ფეხი ცაციაა თუ მარჯვენა არავინ იცის" - კლაუდიო სალა
4-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კლაუდიო სალამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაბურა და თქვა:

"ხვიჩა კვარაცხელია კარგი ვარიანტია, როდესაც ნაპოლი უტევს ან კონტრშეტევაზე მიდის. ვფიქრობ, არც არავინ იცის თუ რომელია მისი სათამაშო ფეხი, ცაცია თუ მარჯვენა. ხვიჩა მზერა ყოველთვის კარისკენაა მიმართული და მან ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა დაარტყას. ჩემი აზრით, ქართველი სრულყოფილი ფეხბურთელია და ნამდვილად შეუძლია, რომ სკუდეტოს მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს", - კლაუდიო სალა ilmattino-სთან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 5 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, ხოლო მისი გუნდი პირველ პოზიციას 20 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი