კვარა ბრძანებს » სპორტის ხაზი

კვარა ბრძანებს

კვარა ბრძანებს
21-09-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

18 სექტემბერს, იტალიის ჩემპიონატში მოქმედი გამარჯვებული "ნაპოლის" დაუხვდა, სადაც გამარჯვება ანგარიშით 1-2 სტუმრებმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კვლავაც სპალეტის 11-ეულში მოხვდა, რაც საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა პენალტის მოპოვება მოახერხა.

"კვარა ბრძანებს", წერია ერთ-ერთი ცნობილი იტალიური გამოცემის (Corriere dello Sport) პირველ გვერდზე. "ხვიჩამ "ნაპოლის" გამარჯვებებისთვის შესაბამისი კონდიციები შექმნა და ეს უკანასკნელი იტალიის ჩემპიონატში გაალიდერა. 21 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი სპალეტის გუნდის წარმატების ქვაკუთხედია", - ვკითხულობთ გამოცემაში.

"ორი გაყვითლებული მცველი, აქედან ერთ-ერთი კაპიტანი და მოპოვებული პენალტი, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც არავის უფრთხის" - წერს იტალიელი გულშემატკივარი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელიას 7 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი