€500 000 ჯარიმა და დისკვალიფიკაცია გუნდიდან - ბაიერნმა მანეს ჩხბუსი გამო საბოლოო განაჩენი გამოუტანა » სპორტის ხაზი

€500 000 ჯარიმა და დისკვალიფიკაცია გუნდიდან - ბაიერნმა მანეს ჩხბუსი გამო საბოლოო განაჩენი გამოუტანა

€500 000 ჯარიმა და დისკვალიფიკაცია გუნდიდან - ბაიერნმა მანეს ჩხბუსი გამო საბოლოო განაჩენი გამოუტანა
14-04-2023, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ, ბაიერნის გასახდელში სადიო მანემ და ლეროი სანემ იჩხუბეს.

სენეგალელმა შემტევმა გერმანელ ვინგერს სახეში დაარტყა, რის შედეგადაც სანეს ტუჩიდან სისხლი წასკდა.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ სადიო მანე შაბათს ჰოფენჰაიმთან მატჩს გამოტოვებს და გარდა ამისა, სენეგალელს ფულადი ჯარიმის სახით დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შესაძლოა, სენეგალელის დისკვალიფიკაცია მომდევნო მატჩებშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რეკორდმაისტერს სულ მალე მანჩესტერ სიტისთან განმეორებითი შეხვედრა ელოდება.

როგორც იწერება, ფეხბურთელმა თანაგუნდელებს და კლუბში მომუშავე პერსონალს მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოუხადა და მასსა და სანეს შორის სიტუაცია დასტაბილურდა - ფეხბურთელები გუშინდელ ვარჯიშზე ერთად გამოვიდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი