"ტენ ჰაგთან ერთად დავიდ დე ხეა დიდ ხანს ვერ იქნება" - გარი ნევილი » სპორტის ხაზი

"ტენ ჰაგთან ერთად დავიდ დე ხეა დიდ ხანს ვერ იქნება" - გარი ნევილი

"ტენ ჰაგთან ერთად დავიდ დე ხეა დიდ ხანს ვერ იქნება" - გარი ნევილი
3-10-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა დავიდ დე ხეას შესახებ ისაუბრა და თქვა:

"ჩემი აზრით, დავიდ დე ხეა ერიკ ტენ ჰაგთან დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება და მიზეზი ისაა, რომ ესპანელს უკნიდან ეფექტურად თამაში არ შეუძლია. ერიკ ტენ ჰაგის ფილოსოფია დაცვიდან მოკლე და სარისკო პასებით ამოსვლაა, რასაც ის არასდროს გადაუხვევს. თქვენ იცით, რომ ბურთის ფლობის კარგი უნარი არამხოლოდ ნახევარმცველებს, არამედ მცველებსა და მეკარესაც სჭირდება, სადაც დე ხეა მოიკოჭლებს. შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ გუნდი ლესტერის გარდა, რომელიც შეხვედრათა უმრავლესობაში არ დომინირებდა და პრემიერ ლიგა მოიგო ბოლო 15-20 წლის განმავლობაში? ვფიქრობ, ტენ ჰაგმა უკან უნდა დაიხიოს, რათა წინსვლა მოახერხოს. ჩვენ ყველა ვიცით, თუ სად მიჰყვას მას გუნდი", - თქვა ნევილმა.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატში მე-6 ადგილს 12 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი