გერმანული და თურქული გუნდები - ბუდუ ზივზივაძეს ახალი მსურველები გამოუჩნდა » სპორტის ხაზი

გერმანული და თურქული გუნდები - ბუდუ ზივზივაძეს ახალი მსურველები გამოუჩნდა

გერმანული და თურქული გუნდები - ბუდუ ზივზივაძეს ახალი მსურველები გამოუჩნდა
8-05-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუდუ ზივზივაძის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს.

სიაში გერმანულ გუნდებს ვხვდებით, საიდანაც ყველაზე დიდ ინტერესს სანქტ-პაული იჩენს.

გუნდი, ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა და როგორც ჩანს მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა.

ჰამბურგელები ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ცხრილში 63 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ. პაულის ინტერესზე ზივზივაძისადმი აქამდეც ხშირად იწერებოდა.

კიდევ ერთი გუნდი, რომლის ინტერესიც დადასტურდა, თურქული ტრაბზონსპორია, რომელიც სატურნირო ცხრილში, ამ მომენტისთვის, მე-3 პოზიციას იკავებს.

ზივზივაძეს კარლსრუესთან არსებული ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი