იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბარსელონას შემდეგ, კვარაცხელიასადმი ინტერესს უკვე პსჟ-ც გამოხატავს
ნაპოლი და ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება არ შემდგარა. "პარტენოპეი" ქართველი შემტევის სანაცვლოდ, საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს - საუბარია მინიმუმ €100 მილიონზე.
ცნობისთვის, Calcionapoli1926 კვარაცხელიას გარდა, აქამდე წერდა პსჟ-ს დაინტერესებაზე ოსიმენის თავიანთ გუნდში ხილვისთვის.
ნიგერიელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €130 მილიონი უწერია. დიდი ალბათობით, 25 წლის აფრიკელი ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებს.