"მათგან რაღაც განსხვავებულს ველით" - სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"მათგან რაღაც განსხვავებულს ველით" - სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია

"მათგან რაღაც განსხვავებულს ველით" - სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია
12-04-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მილანი და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გამართავენ.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე მილანის დამრიგებელმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, გთავაზობთ მას:

"ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ყველაზე ბევრი გოლი გაიტანა, რაც საკმაოდ ხელშესახები მიღწევაა. ვფიქრობ, რომ ამ წვყილში შანსები აბსოლუტურად თანაბარია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი შანსები გამოვიყენოთ. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლისგან რაღაც ახალს, რაღაც განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ველით."

"რა თქმა უნდა, მათ ვიქტორ ოსიმენის არყოფნა დაეტყობათ, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელიც უამრავ გოლს იტანს. მიუხედავად ამისა, ნაპოლიმ ჩვენი დამარცხება მის გარეშე უკვე შეძლო. ამიტომ, ჩვენ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც კონკრეტული მოთამაშეების დანაკლისის აღმოფხვრა ნამდვილად შეუძლია. ვიცით, რომ მის გარეშე სპალეტის გუნდი დასუსტდება, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი საკუთარ თავებზე ფოკუსირება და ჩვენივე თამაშის თამაშია."

"როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში დავამტკიცეთ, რომ საერთაშორისო დონეზე ძლიერი გუნდი ვართ. მინდორზე მთელი სან სირო დაგვეხმარება, რადგან ჩვენ ყველა ერთ რამეზე ვოცნებობთ, - ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.
" - თქვა სტეფანო პიოლიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი