ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას სან სიროზე 12 აპრილს გამართავს, ამ მატჩს კი გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება.
უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ ნაპოლის ჯოვანი სიმეონე ვერ დაეხმარება, რომელიც 3-4 კვირას იუქმებს. აგრეთვე, დაიწერა ისიც, რომ ოსიმენმა მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა და გუნდთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, საკმაოდ მცირეა იმის შანსი, რომ ნიგერიელმა მილანთან ითამაშოს.
ნეაპოლური გუნდის ვებგვერდი წერს, რომ ტრავმამ თავი ჯაკომო რასპადორისაც შეახსენა. მოგეხსენებათ, რომ 23 წლის ფეხბურთელი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და როგორც ჩანს, ჯაკომო ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ყოფილა.
ასეთი ინფორმაციის პარალელურად, კიდევ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ მილანთან ცრუ 9-იანის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვიხილოთ, მის გარშემო კი ირვინგ ლოსანო და მატეო პოლიტანო.