"ნაპოლისა და მილანს შორის შანსები თანაბარი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება" - ფაბიო კაპელო » სპორტის ხაზი

"ნაპოლისა და მილანს შორის შანსები თანაბარი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება" - ფაბიო კაპელო

"ნაპოლისა და მილანს შორის შანსები თანაბარი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება" - ფაბიო კაპელო
10-04-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი და მილანი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 12 აპრილს შეხვდებიან, რის შესახებაც კომენტარი ფაბიო კაპელომ გააკეთა:

"ჩემი აზრით, ნაპოლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ვიქტორ ოსიმენი დაიბრუნოს, მასზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული."

"მიმაჩნია, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის გარეშე შანსები აბსოლუტურად თანაბარი იქნება, თუმცა მასთან ერთად ნაპოლი დამატებით 5%-ს მიიღებს."

"სტეფანო პიოლიმ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ოსიმენის განეიტრალებაზე (მისი დაბრუნების შემთხვევაში), სპალეტიმ კი თავის ბიჭებთან უნდა ისაუბროს და დააჯეროს ისინი, რომ კვლავ ისეთივე ძლიერები არიან, როგორებიც აქამდე იყვნენ."

"დი ლორენცომ დაცვაში თამაშს უნდა მოუმატოს, მას ლეაოსთან ძალიან გაუჭირდება, პიოლი კი ამაზე აუცილებლად იფიქრებს."
- თქვა კაპელომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი