ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტამ ფაბიო კაპელომ რუსულ გამოცემასთან საუბრისას, ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მისი თამაში მოკლე კომენტარით შეაქო.
"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშეა, ის ის ნაპოლის ძალაა."
შეგახსენებთ, ლუჩიანო სპალეტის გუნდი 21 ტურის შემდეგ 56 ქულით იტალიის სერია ა-ს ერთპიროვნულად ლიდერობს.