"თავად კომპანიმ დაურეკა და ტრანსფერზე ესაუბრა", - მიქაუტაძის დამატება პრემიერ ლიგის გუნდს სურს » სპორტის ხაზი

"თავად კომპანიმ დაურეკა და ტრანსფერზე ესაუბრა", - მიქაუტაძის დამატება პრემიერ ლიგის გუნდს სურს

"თავად კომპანიმ დაურეკა და ტრანსფერზე ესაუბრა", - მიქაუტაძის დამატება პრემიერ ლიგის გუნდს სურს
9-04-2023, 15:19
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და ფრანგული მეცის შემტევი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება ითქვას კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, ამ ყველაფრის პარალელურად კი, რამდენიმე თვის წინ გიორგის ლეგენდარული ვინსენტ კომპანი დაუკავშირდა და მისი ბარნლიში ტრანსფერი განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე თვის წინ გიორგი მიქაუტაძის Whatsapp-ზე ინგლისური ნომერის ზარი დაფიქსირდა: "გამარჯობა ჟორჟ, მე ვენსან კომპანი ვარ"

ბარნლის ბელგიელ მწვრთნელს და ქართველ ფორვარდს შორის კომუნიკაცია ფრანგულ ენაზე შედგა. ინგლისური კლუბის მწვრთნელმა მიქაუტაძეს უამბო, რომ ბარნლის და მეცს შორის სატრანსფერო მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და კომპანის მიქაუტაძის ხილვა ინგლისურ კლუბში ძალიან სურდა.

ბარნლი გიორგი მიქაუტაძეში 3.5 მილიონს იხდიდა, მეცი 5 მილიონს ითხოვდა. საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა.

გუშინ ბარნლიმ პრემიერ ლიგაში დაბრუნება ოფიციალურად გაიფორმა - Geo Team-ის ინფორმაციით, ბარნლის სატრანსფერო სიაში გიორგი მიქაუტაძე პრემიერ ლიგის ახალი სეზონისთვის დღემდე იმყოფება
", - ვკითხულობთ Geo Team-ის პოსტში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი